"ბარში ვისხედით, რომ წამოვედით ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, მისგან შეტყობინება მომივიდა..." - რას ჰყვება ვანო ნადირაძის თანამებრძოლი?
"ვერაფერი გიშველეთ, ვანიჩკა, დიდი ბოდიში!!! გეძახდით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გვეშველა შენთვის, მაგრამ ამაოდ! ყოველთვის გვემახსოვრები...“ - ეს პოსტი "ფეისბუქგვერდზე" ვანო ნადირაძის უახლოესმა მეგობარმა და თანამებრძოლმა ლაშა ძაგანაშვილმა გამოაქვეყნა. გავრცელებული ინფორმაციით, ვანო ნადირაძე არასაბრძოლო ვითარებაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც ლაშა ძაგანაშვილი წერს, ვანო პროტასივ იარის ქუჩაზე იმყოფებოდა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო და დახმარება ითხოვა - "ძალიან ცუდად ვარ და მომხედეთ“ - მისწერა მან მეგობრებს. შემდეგი მესიჯით კი საკუთარი ადგილმდებარეობა გააზიარა და დაწერა: "სასწრაფო გამოიძახეთ“. მეგობრებმა სასწრაფო დახმარება ოპერატიულად გაგზავნეს აღნიშნულ ლოკაციაზე და თავადაც სწრაფად გაემართნენ დანიშნულების ადგილისკენ, თუმცა ადგილზე მისულებს ვანო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ნადირაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, მისმა მეგობრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე შესაძლოა მოეწამლათ.
ვანო ნადირაძე მეცხრეა "კოდორი-2007“ ოპერაციის მონაწილეებიდან, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. მერვე ყოფილი სპეცრაზმელი და ოპერაციის მონაწილე იყო შარშან თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე Battleground-ში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპული სამი ადამიანიდან ერთ-ერთი - 2008 წლის ომის გმირი, პოლკოვნიკი იური ლომიძე. 2017 წელს ვანო ნადირაძემ ინტერვიუ მისცა "რუსთავი-2“-ს. ის მიიჩნევდა, რომ შემთხვევით გადარჩა, მხოლოდ იმიტომ, რომ "კოდორი 2007“-ის მონაწილეებზე გამოცხადებული ნადირობისას, ანუ 2015 წელს, როცა რამდენიმე მონაწილე ერთმანეთის მიყოლებით დაიღუპა, საქართველოში არ იყო. ის ასევე ამბობდა, რომ ამავე პერიოდში გარკვეული საეჭვო მოქმედებები მის მიმართაც განხორციელდა, თუმცა, უკვე უკრაინაში...
გვესაუბრება ლაშა ძაგანაშვილი:
- კიევის ცენტრში, არის ასეთი ბარი - "პეჩერსკი". იქ ვიჯექით 5 თუ 6 კაცი, მათ შორის ვანოც, ჩვენ ჩაი დავლიეთ, ცხონებულმა ვანომ ყავა. კარგა ხანს ვისაუბრეთ, სამხედრო თემატიკაზე. ვანო ძალიან კარგ ხასიათზე იყო. რომ დავიშალეთ, მე შინ წამოვედი, ქალაქის ცენტრიდან 19 კილომეტრში ვცხოვრობ. ჯერ კიდევ გზაში ვიყავი, მისგან შეტყობინება რომ მომივიდა, - "ძაგან, ცუდად ვარ, მიშველეო...". ჩემთან ერთად კიდევ ერთი ჩვენი საერთო მეგობარი იყო, რომელმაც რუსული ძალიან კარგად იცის. როგორც კი ნაწერს დავხედე, პირველი რაც გავაკეთეთ, მაშინვე სასწრაფოში დავრეკეთ. ვანოსაც კი არ გადავურეკეთ, რომ დროს არ დაგვეკარგა. მივაწოდე ინფორმაცია, - ამა და ამ ტრასაზე, სამხედრო მანქანაში ზის სამხედრო პირი, რომელსაც გული აწუხებს - მეთქი და მაშინვე ჩვენც იმავე მიმართულებით გავქანდით. 12-დან 15 წუთში მივედით ადგილზე და ვხედავთ ასეთ კადრს - ვანო ზის სასწრაფოს მანქანაში. ჯერ ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეს, მერე რაღაც დენებზე შეაერთეს, ამას გარდა ათასი რამ გადაუსხეს... გარკვეული პერიოდის შემდეგ, მანქანიდან გადმოვიდა ერთ-ერთი ექიმი და გვითხრა, რომ ვერ გადავარჩინეთო...
- ექიმებს სხვა დეტალები არ გამოჰკითხეთ? განაგრძეთ კითხვა