"ოცნების" რეჟიმი გიორგი გახარიას "უკერავს" ბინძურ საქმეს, რომელიც 15-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს" - ბერდია სიჭინავა
გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.
ბერდია სიჭინავა გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კომისია გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს დროს, რომ ფიზიკურად გამოცხადდეს კომისიაზე და ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე კითხვებს მხოლოდ ამგვარად უპასუხოს და არა, დისტანციური ჩართვით.