სამირა ბაირამოვა სასტიკად ნაცემი 18 წლის ბიჭის ვიდეოს აქვეყნებს - "ალბათ, გესმით მსგავსი შემთხვევების დროს, რა მელოდება ხოლმე..."
უფლებადამცველი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გაბალში 18 წლის მწყემსს სასტიკად სცემეს.
"სასტიკად ნაცემი 18 წლის ბიჭი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გაბალიდან, მუშაობს მწყემსად სეიმურ მუსაევის ფერმაში.
ცემეს და მერე გაგდეს მთაში.
შემთხვევით უცხო ადამიანებმა დაუნახავთ და წაუყვანიათ სავადმყოფოში.
მდიდარი პატარა ბიჭუნა თავს ცალკე ოლიგარხად თვლის თუ რა?
სეიმურ მუსაევი ჯერ დაკავებული არაა?!
ალბათ, გესმით მსგავსი შემთხვევების დროს მე რა მელოდება ხოლმე. არასდროს ვმალავ რისკის გამოც. არ მინდა ისეთი მშვიდობა, სინდისი და ცხოვრება, რომელიც ასეთი სისასტიკიზე თვალს დავხუჭავთ" - წერს სამირა ბარამოვა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.