loader

"საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გელა მთივლიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს გელა მთივლიშვილი?

"საგანგაშო ამბავი გავიგეთ რამდენიმე წუთის წინ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო სხდომაზე - მზიას ისედაც ჰქონდა მხედველობის პრობლემა, რაც პატიმრობის პირობებში კრიტიკულად გაუარესდა" - ამის შესახებ გამოცემა "მთის ამბების" რედაქოტრი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამედიცინო დასკვნით, მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალზე მხოლოდ 10%-ღა აქვს მხედველობა, მეორეზე კი - 0,04 (სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეზე).

"თუ დაპატიმრებამდე ჩატარებული კვლევებით, რაც დოკუმენტურად დასტურდება, სამედიცინო ჩარევით მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესება შესაძლებელი იყო (მარჯვენა თვალზე 90%-მდე), ახლა აღარ!

ეს არის წამება და ყველა, ვინც ამაში მონაწილეობთ, “პოლიციელი”, “პროკურორი”, “მოსამართლე”, გადაწყვეტილების მიმღებები, პასუხს აგებთ საკუთარი თავით!" - ამის შესახებ გამოცემა "მთის ამბების" რედაქოტრი გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.