მამუკა ხაზარაძის მიმართვა თანაგუნდელებს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ 8-თვიანი პატიმრობა შეეფარდა - "ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვა**რე მე!"
ბიძინა ვისაც შეაშინებს, იმის დედა ვატირე მე! - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტიის ოფისში, თანაგუნდელებთან შეხვედრისას, მას შემდეგ განაცხადა, რაც მოსამართლემ მას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მისი თქმით, ყველა პარტიის ყველა ლიდერი არის ციხეში, თუმცა არავის ეგონოს, რომ ამ ბრძოლას ვინმე უღალატებს.