მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც სასამართლომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა, ბორკილებდადებული ოპოზიციონერი ლიდერები პარტიის სათავო ოფისიდან ჯერ წერეთელზე, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, რათა სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილი გაეცნოთ მათთვის, შემდეგ კი რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
მანამდე, დღეს დილით განაჩენი გამოცხადდა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქმეზეც. მას საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.