რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის 208-ე დღე მიმდინარეობს.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებს საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, საიდანაც მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადმოინაცვლეს და მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.