"საშინელებაა, ერთი მანქანა სულ ამოყირავებულია, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს": უმძიმესი ავარია აბაშაში - ვრცელდება კადრები
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აბაშაში, სოფელ წყემთან უმძიმესი ავარია მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოყირავდა
"საშინელებაა... ერთი მანქანა სულ ამოყირავებულია... ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს",- ამბობს წყარო.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.