"პირდაპირ გეტყვით" - რა თქვა გიორგი ვაშაძემ, რომლის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტს ეხება.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც ბრალდებულმა საბოლოო სიტყვით უნდა ისარგებლოს, თუმცა, ის სხდომას არ ესწრება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე სხდომის გადადება სთხოვა.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"