loader

უმძიმესი ტრაგედიის კადრები - თაფლობის თვე ტრაგედიით დასრულდა, 29 წლის მამაკაცს მეხმა დაარტყა და დაიღუპა (აშშ) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ტრაგედიის კადრები - თაფლობის თვე ტრაგედიით დასრულდა, 29 წლის მამაკაცს მეხმა დაარტყა და დაიღუპა (აშშ)

აშშ-ში, ფლორიდის სანაპიროზე, 29 წლის მამაკაცს, რომელიც თაფლობის თვეში იყო და პლაჟზე ისვენებდა, მეხმა დაარტყა და დაიღუპა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ვოლუსიას ოლქის სანაპიროს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი კოჭებამდე წყალში იყო შესული, როდესაც მას მეხმა დაარტყა.

დაზარალებული, კრიტიკულ მდგომარეობაში, ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით, მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

სანაპიროს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, შემთხვევის დროს შტორმი პლაჟიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იყო და ასეთ დროს, სანაპიროზე მეხის დარტყმა "უკიდურესად იშვიათი მოვლენაა".