აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა
აქციის მონაწილეებისთვის მანქანის დაჯახების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის გ. ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, შემთხვევა 23 ივნისს, ათონელის ქუჩის მიმდებარედ აქციის მიმდინარეობისას მოხდა. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ქვეითებისთვის განკუთვნილ გადასასვლელზე აქციის რამდენიმე მონაწილეს ავტომობილი განზრახ დაეჯახა.