loader

საფ­რან­გე­თში, მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 145 ადა­მი­ანს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ნემ­სე­ბით და­ესხნენ თავს - უც­ნო­ბია, თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­უშ­ვეს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სხე­ულ­ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საფ­რან­გე­თში, მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 145 ადა­მი­ანს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ნემ­სე­ბით და­ესხნენ თავს - უც­ნო­ბია, თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­უშ­ვეს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სხე­ულ­ში

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 145 ადა­მი­ანს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ნემ­სე­ბით და­ესხნენ თავს.

ასზე მეტი შემ­თხვე­ვა საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ იმარ­თე­ბო­და. პო­ლი­ცი­ას 145-მა პირ­მა მი­მარ­თა, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მათ უც­ნობ­მა პი­რებ­მა ნემ­სე­ბი გა­უ­კე­თეს.

უც­ნო­ბია, თუ რა ნივ­თი­ე­რე­ბა შე­უშ­ვეს და­ზა­რა­ლე­ბულ­თა სხე­ულ­ში.

საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ 12 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვა. მათ შო­რი­საა ოთხი ადა­მი­ა­ნი სამ­ხრეთ-და­სავ­ლეთ ქა­ლაქ ან­გუ­ლემ­ში. "ისი­ნი 50 ადა­მი­ან­ზე თავ­დას­ხმა­ში არი­ან ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პო­ლი­ცი­ის წყა­რომ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, უშუ­ა­ლოდ ფეს­ტი­ვალ­ზე ნემ­სე­ბით თავს 145 და­ზა­რა­ლე­ბულს და­ესხნენ. ხოლო 13 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და პა­რიზ­ში.

ფეს­ტი­ვა­ლის და­წყე­ბამ­დე ფე­მი­ნის­ტმა და აქ­ტი­ვის­ტმა აბ­რეჟ სი­ურ­მა ონ­ლა­ინ გა­ავ­რცე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბო­და გეგ­მე­ბი ნემ­სე­ბით თავ­დას­ხმის შე­სა­ხებ. თუმ­ცა, ამ ეტაპ­ზე გა­ურ­კვე­ვე­ლია, სად ან ვის მიერ გა­კეთ­და ეს პოს­ტე­ბი.

“ზო­გი­ერ­თი მსხვერ­პლი ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი ტეს­ტე­ბის­თვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს“, - გა­ნა­ცხა­და სა­მი­ნის­ტრომ.

ინ­ცი­დენ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.

სა­ერ­თო ჯამ­ში ამ შა­ბათ-კვი­რას გა­მარ­თულ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე სხვა­დას­ხვა ბრალ­დე­ბით 370-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. და­შავ­და 13 სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი.