loader

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, გა­რე­გინ მე­ო­რე სახ­ლში მი­იწ­ვია, რათა და­უმ­ტკი­ცოს, რომ წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი არ არის - რას წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, გა­რე­გინ მე­ო­რე სახ­ლში მი­იწ­ვია, რათა და­უმ­ტკი­ცოს, რომ წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი არ არის - რას წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი

სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ან­მა სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის წი­ნამ­ძღვა­რი, გა­რე­გინ მე­ო­რე სახ­ლში მი­იწ­ვია, რათა და­უმ­ტკი­ცოს, რომ წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი არ არის. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ფა­ში­ნი­ან­მა "ტე­ლეგ­რა­მის" არხზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

სომ­ხე­თის პრე­მი­ე­რის ამ გან­ცხა­დე­ბას წინ უძღო­და გა­რე­გინ მე­ო­რის წარ­მო­მად­გენ­ლის მხრი­დან ბრალ­დე­ბა, რომ თით­ქოს­და ნი­კოლ ფა­ში­ნი­ანს წი­ნა­დაც­ვე­თა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი

"კტ­რიჯ ნერ­სი­სი­ა­ნის (გა­რე­გინ II-ის სა­ხე­ლი) წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე, სა­ვა­რა­უ­დოდ, წი­ნა­დაც­ვე­თი­ლი ვარ. მზად ვარ მი­ვი­ღო კტ­რიჯ ნერ­სი­სი­ა­ნი და მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და და­ვამ­ტკი­ცო სა­პი­რის­პი­რო“, - წერს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

ფა­ში­ნი­ან­მა კვლავ მი­მარ­თა სომ­ხურ ეკ­ლე­სი­ას და მო­ი­თხო­ვა და­ამ­ტკი­ცონ, და­არ­ღვია თუ არა პატ­რი­არ­ქმა და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ აღ­თქმა.

ცნო­ბის­თვის, სომ­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და სომ­ხუ­რი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის კონ­ფლიქ­ტი 29 მა­ისს და­ი­წყო, რო­დე­საც ფა­ში­ნი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ წმინ­და ად­გი­ლე­ბი სომ­ხეთ­ში შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია და ეს იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ეკ­ლე­სი­ას ათე­ის­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

მომ­დევ­ნო დღეს ფა­ში­ნი­ან­მა და მის­მა მე­უღ­ლემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ბრალ­დე­ბე­ბი პატ­რი­არქ გა­რე­გინ II-ის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო, რომ მას დარ­ღვე­უ­ლი აქვს აღ­თქმა და­უ­ქორ­წი­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ

სა­პა­სუ­ხოდ, სა­ეკ­ლე­სიო საბ­ჭომ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ფა­ში­ნი­ა­ნი და მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი "სა­მარ­ცხვი­ნო ან­ტი­ეკ­ლე­სი­უ­რი კამ­პა­ნი­ის" წარ­მო­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბით, ეს სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას და სომ­ხე­თის ერ­თი­ა­ნო­ბის ნგრე­ვას იწ­ვევს. საბ­ჭო დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სომ­ხე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ეკ­ლე­სი­ი­სა და სა­ხელ­მწი­ფოს გა­მი­ჯვნის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი ნორ­მა და­არ­ღვია და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დებს.