ცნობილია როდის ჩამოასვენებენ ვანო ნადირაძეს საქართველოში
"ვანო ნადირაძის ჩამოსვენება, 28 ივნისი, 17:50 საათზე ,აეროპორტი ,ლასარეს ტერმინალი" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადირ ხმალაძე ავრცელებს.
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი თანამებრძოლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.