loader

"რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მთაზე დაკარგული, 26 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს - ტრაგედიის დეტალები ინდონეზიიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, მთაზე დაკარგული, 26 წლის ტურისტის ცხედარი იპოვეს - ტრაგედიის დეტალები ინდონეზიიდან

ბრაზილიის მთავრობისა და ინდონეზიის სამაშველო სააგენტოს ცნობით, ბრაზილიელი ტურისტი, რომელიც ინდონეზიის პოპულარულ ვულკანზე ყოფნის დროს კლდიდან გადავარდა, სამშაბათს გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რამდენიმე დღიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.

შაბათს, ლომბოკის კუნძულზე, რინჯანის მთაზე დაკარგული 26 წლის ჯულიანა მარინსის ევაკუაციის მცდელობებს ცუდი ამინდი და რელიეფი აფერხებდა. ახალგაზრდა ქალის უმოძრაო სხეული მაშველებმა დრონის გამოყენებით იპოვეს.

"ბრაზილიის მთავრობა დიდი მწუხარებით აცხადებს ბრაზილიელი ტურისტის, ჯულიანა მარინსის გარდაცვალების შესახებ, რომელიც რინჯანის მთის კრატერთან ახლოს მდებარე ბილიკის მიმდებარე კლდიდან გადავარდა", - ნათქვამია ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.