ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - ტრაგედიის დეტალები
ზუგდიდში, თავისუფლების მოედანთან, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩენილი ხანძარი ტრაგედიით დასრულდა: ხანდაზმული ქალი კვამლისგან გაიგუდა.
მძიმე მდგომარეობაშია ოჯახის კიდევ ერთი წევრი, რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს კატასტროფის ცენტრში – მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც საგანგაშო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: "ოდიშინიუსი"