"გაცნობებთ, რომ 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება" - სიახლე, რომელიც მთაწმინდის რაიონს, ვაზისუბნის, დიდი დიღმის, ბაგების დასახლებებს და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირს შეეხება
ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, თბილისში დამატებით ახალი საპარკინგო ადგილები გამოიყოფა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდება მთაწმინდის რაიონის, ვაზისუბნის დასახლების, დიდი დიღმის, ბაგების დასახლების კონკრეტულ მისამართებსა და ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე.