loader

"8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ - მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, საერთოდაც დიდი "მიშისტი" იყო" - სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ - მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, საერთოდაც დიდი "მიშისტი" იყო" - სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილზე

სალომე სამადაშვილი მაკა ბოჭორიშვილთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

"ძალიან სასაცილოა, ნაც მოძრაობის ორი ყოფილი აქტიური მხარდამჭერის, მათ დროს მაღალ თანამდებობაზე მომუშავე ბატონი მიქანაძის და ქალბატონი ბოჭორიშვილის მოსმენა დღეს, წულუკიანის ცირკში.

ქალბატონი ბოჭორიშვილი 8 წელი მუშაობდა საელჩოში ჩემი ხელმძღვანელობის ქვეშ. საინტერესოა, რატომ გამოტოვა თავის ბიოგრაფიიდან როგორ იყო გამწესებული ევროპარლამენტში სამუშაოდ ივანიშვილის მიერ წარმოებული კამპანიის გასანეიტრალებლად.

მისი ვალდებულება იყო, ემუშავა ევროპარლამენტთან ივანიშვილის ლობისტების საწინააღმდეგოდ, დიდად გულმოდგინედ ასრულებდა ამ საქმეს. საერთოდაც დიდი 'მიშისტი' იყო.

2018 წელს, ბრიუსელში მუშაობდა ისევ და აქტიურად ლაპარაკობდა, რომ ქვეყანა უფსკრულისკენ მიდის, ქართულ ოცნებასაც კარგად ლანძღავდა.

მაგრამ ჰოი საოცრებავ, აღმოჩნდა რომ უკეთესი 'შმოტკა' დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ ქოცები ქვეყანას კი არ ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ.

რა ქნას, საგარეოს ანგარიშების გარდა არაფერი აქვს წაკითხული ცხოვრებაში, სჯერა, რომ სულ ქოცების იქნება საქართველო." - წერს სალომე სამადაშვილი.