პანიკა მალიორკის საერთაშორისო აეროპორტში - ბარგის მიღების ზონაში სახურავი ჩამოინგრა - ვრცელდება კადრები
ესპანეთში, კუნძულ მალიორკას საერთაშორისო აეროპორტში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, რამაც მგზავრებში პანიკა გამოიწვია. ინფორმაციას daily mail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, სახურავი სან ხუანის აეროპორტში, ბარგის მიღების ზონაში ჩამოინგრა. სახურავიდან მინის დიდი ზომის ნამსხვრევები ჩამოცვივდა.
მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შუშის სახურავის მსხვრევის ხმამ მგზავრებში პანიკა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტი საკურორტო სეზონის ფონზე ძალიან გადატვირთულია. მედიის ინფორმაციით, კუნძულს ყოველდღიურად ათასობით დამსვენებელი სტუმრობს.