loader

"ვიცი, რომ მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, ფეხზე დაყენების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი წვლილის შეტანა" - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიცი, რომ მე შემიძლია საქართველოს გამთლიანების, ფეხზე დაყენების, კავკასიის დიდი ერთიანობის საქმეში გადამწყვეტი წვლილის შეტანა" - მიხეილ სააკაშვილი

გახარია, რომელიც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, ახლა ჩემთვის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას. ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის ყალბი ჩვენების გამო ვიმყოფები გისოსების მიღმა, ვუცხადებ სოლიდარობას. მან გამოიჩინა პრინციპულობა ამ საოკუპაციო რეჟიმთან. მამუკა ხაზარაძეს ერთხელ წამოსცდა, რატომ ალაპარაკებენ სააკაშვილს ციხიდანო. ახლა, თვითონაც არის გისოსებს მიღმა და მე მას ვუცხადებ სრულ ადამიანურ სოლიდარობას, აღვნიშნავ მის ვაჟკაცობას, რომ არ ითანამშრომლა ამ რეჟიმთან. რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვითხოვ მის და სხვა პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდიან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

მანამდე სააკაშვილმა ისაუბრა მმართველ პარტიასთან მიმართებით და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ანგრევს ყველაფერს, რაც ეხება „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარს.