loader

"კიდევ ვერ დამიჭირეს" - ელენე ხოშტარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კიდევ ვერ დამიჭირეს" - ელენე ხოშტარია

"კიდევ ვერ დამიჭირეს" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ცნობობისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ელენე ხოშტარია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

შსს-ს ელენე ხოშტარიას მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა.

თავად ელენე ხოშტარია პროცესს არ დასწრებია.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 28 მარტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.