ტრაგედია, რომელსაც 2 წლამდე ბავშვი ემსხვერპლა - მამამ ბიჭუნა მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც პატარა დაიღუპა - შემთხვევა აშშ-ში მოხდა
აშშ-ში, ფლორიდის შტატში, მამამ 2 წლამდე ბავშვი, მზიან ამინდში, პარკინგზე გაჩერებულ სატვირთოში დატოვა, რის გამოც ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, 33 წლის სკოტ ალენ გარდნერმა საშინელი უპასუხისმგებლობა და გულგრილობა გამოავლინა, როდესაც თავისი ვაჟი, სებასტიანი, სამ საათზე მეტი ხნით მაღალი ტემპერატურის პირობებში მანქანაში დატოვა.
პოლიციის განცხადებით, მამაკაცი დაკავებულია.