"გამოაცილა უკრაინამ ჩვენი ვანო ძია" - რა ფოტოები ვრცელდება უკრაინიდან
"გამოაცილა უკრაინამ ჩვენი ვანო ძია. 3 დღეში კი მებრძოლი სამშობლოში ბრუნდება! 28 ივნისი, 17:50, ტერმინალი ლაზარე! დიდება გმირებს!" - ამის შესახებ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ფოტოებს აქვეყნებს.
უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი თანამებრძოლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.