loader

სროლა ბათუმის ცენტრში - სავარაუდოდ დაჭრილია ერთი ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სროლა ბათუმის ცენტრში - სავარაუდოდ დაჭრილია ერთი ადამიანი

დღეს, 25 ივნისს, საღამოს, ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე გასროლის ხმა იყო. პირველადი ინფორმაციით, აქ კაცი დაჭრეს.

თვითმხილველების თქმით, კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაჭრეს.

დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

სასტუმრო „ლონდონთან“, სადაც აღნიშნული შემთხვევა მოხდა, ქუჩა გადაკეტილია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ ვერაფერი გვითხრეს. ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, მასალა განახლდება.