ვიდეოში ისმის აფეთქების ხმები - American Airlines-ის თვითმფრინავს, აფრენიდან მალევე ცეცხლი გაუჩნდა
American Airlines-ის თვითმფრინავს, აფრენიდან მალევე, მარჯვენა ძრავაში ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ლას-ვეგასის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.
ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავს მექანიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც ლას-ვეგასის ჰარი რიდის საერთაშორისო აეროპორტში მოუწია დაბრუნება.
კომპანიის განმარტებით, თვითმფრინავი წარმატებით დაეშვა. სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ, აღნიშნული შემთხვევა "ძრავის პრობლემად" შეაფასა, თუმცა American Airlines-ი აცხადებს, რომ "ძრავში ხანძრის გაჩენის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს".
ABC News-ის მიერ მოპოვებულ ვიდეო კადრებში ძრავიდან გამოსული ცეცხლის ალი ჩანს და აფეთქების ხმა ისმის.