loader

"იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო წილოსანი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში" - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინო წილოსანი?

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი "ფეისბუქზე" აზიარებს ინფორმაციას გერმანიის პოლიციის მიერ "სიძულვილის ენის" გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის შესახებ და წერს:

"გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ 170-ზე მეტი პირის სახლი გაჩხრიკა, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ინტერნეტში ე.წ. სიძულვილის ენის გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში.

როგორც ჩანს, გერმანიაში პოლიტიკოსების შეურაცხყოფა და სიძულვილის ენის გამოყენება საკმაოდ მკაცრად ისჯება.

იქნებ ოდესმე დადგეს დრო და გერმანიის ელჩმა დადებითად შეაფასოს იდენტური სტანდარტები საქართველოში..." - წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.