loader

"ცოცხალ-მკვდარია, ტყვია თავში აქვს მოხვედრილი...": რას ჰყვებიან ადგილობრივები სოფელ რუისპირში მომხდარ დანაშაულზე? - მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოცხალ-მკვდარია, ტყვია თავში აქვს მოხვედრილი...": რას ჰყვებიან ადგილობრივები სოფელ რუისპირში მომხდარ დანაშაულზე? - მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია პოლიციელი

თელავის მუნიციპალიტეტში 65 წლამდე კაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ რუისპირში ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ სუფრასთან მყოფი პირის ჰაერში გასროლილი ტყვია შუახნის მამაკაცს მოხვდა. მას დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული და საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმის თქმით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

პროკურატურის ცნობით, რუისპირში მამაკაცის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საპატრულო პოლიციის თანამშრომელი - მან დანაშაული არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პირად საკუთრებაში არსებული იარაღით ჩაიდინა და იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ვიდეო: "TV პირველი"