"კარგად "იმუშავეს" და დიდი ფული გაჭრეს.... და აი, დადგა მოსუქებული ცხვრების პარსვის დრო..." - რას წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში?
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"როგორ იქცევა "ჭკვიანი" ხელისუფალი, რომელსაც ისე უნდა ისარგებლოს ძალაუფლებით, რომ თვითონ კორუფციაში არ იყოს გარეული? - შემოიკრებს ირგვლივ ხარბ მედროვეებს და შეუქმნის მათ დაუსჯელობის ილუზიას.
ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი ფულის შოვნაში განსაკუთრებით "ეფექტურია", თუ მას გონია, რომ რასაც იშოვის მისია. ამათმაც კარგად "იმუშავეს" და დიდი ფული გაჭრეს.
და აი, დადგა მოსუქებული ცხვრების პარსვის დრო და სპეციალურად ამ დღისთვის კარგად გამოწვრთნილი და "სუფთად" შემონახული ბიჭის ხელით "მატყლი" შეაგროვა. ამ პროცესში, მისმა მპარსავმა ვიღაცას ყელი გამოჭრა, ვიღაცა გაატყავა.
თან, რაც მთავარია, რამე რომ იყოს, თვითონ არაფერ შუაშია, იმ ბიჭის ბრალია ყველაფერი. კარგად ამუშავებს და მერე იმასაც დასჯის "სისასტიკისთვის". გადარჩენილი ცხვრები კი მისი საუკუნოდ მადლიერი იქნებიან.
ნამდვილი პროფეისონალი მწყემსია რა, ცხვრების ფარაში" - წერს ხუხაშვილი.