"აი, ეს გვინდოდა რომ "ევროვიზიაზე" გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით, ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს" - მაია კაჭკაჭიშვილი
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი საზოგადოებას უზიარებს ვიდეო კლიპს, რომლითაც მომღერალ თათია კობალაძეს, საქართველოს "ევროვიზიაზე" წარდგენა სურდა.
"კიბო განაჩენი არ არის
აი ეს გვინდოდა რომ ევროვიზიაზე გაგვეტანა და ეს ისტორია მოგვეყოლა მუსიკით
ყურადღებაც კი არ მოგვაქციეს
თათიამ თავის ტყავზე გამოსცადა ეს გზა გაიმარჯვა სიმსივნეზე ახლა ამ სიმღერას მღერის და მოტივაციას აძლევს მსოფლიო ადამიანებს ვინც სიმსივნითაა დაავადებული და იმედი საერთოდ არ აქვთ
მნიშვნელოვანი მესიჯი გვქონდა, მაგრამ არც კი განგვიხილეს სამწუხაროდ
მუსიკა: ჩემია “ოლდ სქულია” რათქმაუნდა !
თათია ძალიან მაგრად ასრულებს
ტექსტი:უმაგრესი ბიბი კვაჭაძის
არანჟირება და მასტერინგი: უმაგრესი ზაზა ხუბუკელაშვილის
ბექვოკალიც მე გახლავართ
მოუსმინეთ და ნახეთ ამ სიმღერის ვიდეო კლიპი არ დაიზაროთ იუთუბზე შესვლა
ვიცი რომ ლინკის გახსნები არ გიყვართ მაგრამ გა-სხეე-ნიიით" - წერს მაიკო კაჭკაჭიშვილი.