ქუთაისიდან გავრცელებულ კადრებს საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა - "აი, ესენი უნდა დაჯარიმდნენ სერიოზული თანხით და ასეთ უმსგავსობას აღარ ჩაიდენენ..."
ვრცელდება კადრები ქუთაისიდან, კერძოდ ირაკლი აბაშიძის ქუჩიდან, რომელშიც ჩანს, რომ სარემონტო ნარჩენებს მაღალი სართულიდან ყრიან. ვიდეოს Mega TV აქვეყნებს.
კადრებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
"გაუმართლა, რომ ჩემი მეზობელი არაა...
დააჯარიმეთ, რაც დაუჯდა რემონტი...
ასეთ ხალხს დარჩა ქვეყანა და კიდეც მიდის საქმე კარგად...
ასე რატომ ყრის ნაგავს, გაგიჟდა? უიმე, რა უკულტურო გახდა საქართველო...
აი, ესენი უნდა დაჯარიმდნენ სერიოზული თანხით და ასეთ უმსგავსობას აღარ ჩაიდენენ...
რა უკულტურო უნდა იყო მსგავსი რომ გააკეთო...
ცოტა ცუდად გამომივიდა ნათქვამი, ვეღარ მოვთოკე თავი, მაგრამ არ მჯერა მაგ ოჯახში ვინმე ქუთაისელი იყოს. მე პირადად ამიღია ქუჩაში ბოთლი, ცელოფანი და სანაგვეში ჩამიგდია - ამას აკეთებენ ნამდვილი ქუთაისლები. წარმოიდგინეთ, აივნიდან ნაგავს რომ გადმოყრის, ის კაცი ქუჩაში რას იზამს...
გადაღება კი არა, ამათ უნდა აუვარდეთ ზემოთ და გამოიძახოთ მერიის წარმომადგენელი. არ აქვს მნიშვნელობა მანდ ცხოვრობთ თუ არა, ეს თვითონ ნაგვები ესენი!
მგონი, გარე ფასადის შეკეთება მიმდინარეობს. არა მგონია ასე რომელიმე იქ მცოვრები მეზობელი მოიქცეს - ზემოდან გადმოყაროს სარემონტო ნარჩენები, მაგარამ როცა მერია აკეთებს გარე ფასადებს, უნდა იყოს დაცული ბადით" - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.