loader

"25 ივნისი ჩვენი გუნდისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა" - კლინიკა "მედიჰელფი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"25 ივნისი ჩვენი გუნდისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა" - კლინიკა "მედიჰელფი" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

სამტრედიაში ცნობილი ექიმი, მეან-გინეკოლოგი, მაია ცანავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

კლინიკა „მედიჰელფი“ ექიმის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„25 ივნისი ჩვენი გუნდისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. დავკარგეთ ერთგული მეგობარი, ჩვენი ოჯახის წევრი, პროფესიონალი ექიმი ჩვენი მაიკო… გამორჩეულად კეთილი ადამიანი … ვუსამძიმრებთ ოჯახს, ნათესავებს, კოლეგებს და ჩვენს კოლექტივის ყველა წევრს. მაიკო, მუდამ ჩვენს გულებში იქნები… სიტყვებით წარმოუდგენელია ტკივილის გადმოცემა“,-წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.