loader

“მშობლებს შვილებზე დარდი გაჰყავთ, შვილებმა კი სამუდამო საფიქრალი და სადარდებელი დაიტოვეს - არ ვიცი, როგორ დარჩება მამა ონისეს მეხსიერებაში და ალბათ არც უნდა ვიცოდეთ” - რას წერს დათო გორგილაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მშობლებს შვილებზე დარდი გაჰყავთ, შვილებმა კი სამუდამო საფიქრალი და სადარდებელი დაიტოვეს - არ ვიცი, როგორ დარჩება მამა ონისეს მეხსიერებაში და ალბათ არც უნდა ვიცოდეთ” - რას წერს დათო გორგილაძე

მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს:

"პროცესზე ვიყავი. სამ საათს გავუძელი. მერე გარეთ ვიჯექი. კინოში თუ არ უყურებ ან წიგნში თუ არ კითხულობ, აბსურდის ჟანრი რთული ასატანია. მითუფრო მაშინ, როცა ადამიანის თავისუფლებას, ჯანმრთელობას და, როგორც აღმოჩნდა, სიცოცხლეს ეხება საქმე. ონისე ცხადაძეს მხნედ ეჭირა თავი და როცა სიტყვას აძლევდნენ, მახვილი, ბასრი და ალესილი ნათქვამით ამბობდა სათქმელს. ხანდახან ხუმრობდა კიდეც.თუ ადამიანი მაშინ ხუმრობს, როცა არ ეხუმრება, ნიშნავს, რომ თავს იცავს. ხვდება, რომ სხვა არაფერი დარჩენია. ბიჭები თვალს არ აშორებდნენ დარბაზს. ალბათ სახეებს იმახსოვრებდნენ. ერთი საინტერესო პერსონაჟი ამბობს, რომ ციხეში ხედებსა და მხედველობას მეხსიერება უნაცვლებს. ისინიც ივსებდნენ მარაგს.

პროცესის დასრულებიდან მალევე ონისეს მამა გარდაიცვალა. მანამდე გიორგი ახობაძის დედა აღესრულა შვილის მოლოდინში. მშობლებს შვილებზე დარდი გაჰყავთ, შვილებმა კი სამუდამო საფიქრალი და სადარდებელი დაიტოვეს. არ ვიცი, როგორ დარჩება მამა ონისეს მეხსიერებაში და ალბათ არც უნდა ვიცოდეთ. ეს მისი, რთული გზაა, რომელსაც, ასე მგონია, მხნედ და ღირსეულად გაივლის. მე ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ უნდა იცხოვრონ ამ ცოდვით ხილული ბოროტების შემქმნელებმა. თუნდაც სადმე, გონების რომელიმე მივარდნილ და მივიწყებულ კუნჭულში მაინც არ ეფიქრებათ იმაზე, რომ ადრე იქნება თუ გვიან ამ ცოდვის ამორწყევა მოუნდებათ? განა ძილის წინ მაინც მაინც არ გაუელვებთ ხოლმე აზრი, რომ ერთ დღესაც მშვიდი სინდისი და უშფოთველი ძილი მოენატრებათ და არავინ იქნება მათი სინანულის მომსმენი და თანამგრძნობი? იმედი მაქვს, რომ ეფიქრებათ ამაზე. იმედი მაქვს, რომ მალე სხვა საფიქრალიც აღარ ექნებათ ამის გარდა. გარდაცვლილზე კი რა ვთქვა... დაე, ამქვეყნად წართმეული სიმშვიდე მოიპოვოს."

აქ­ცი­ე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ონი­სე ცხა­და­ძის მამა გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ ონი­სეს ძმა, სან­დრო ცხა­და­ძე ავ­რცე­ლებს.

"ჩემი მა­მი­კო აღა­რაა", - წერს სან­დრო ცხა­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით 11 პირი და­ა­კა­ვეს.

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კიკ­ნა­ძეს და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.