loader

"გული მეგლიჯება, წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ასე არ უნდა მომხდარიყო" - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გული მეგლიჯება, წარმოუდგენელი ტრაგედიაა, ასე არ უნდა მომხდარიყო" - სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება

გორში, ახალგაზრდა გოგო, ნინო ბოლაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ნინოს დედა ემიგრანტია და წლებია, რაც იტალიაში ცხოვრობს.

"როგორ უნდა გაუძლოს დედამ. დედა, რომელსაც მთელი ბარის საემიგრაციო იმედით შეჰყურებს. უფალმა გამძლეობა და ცხოვრების გაგრძელებლის წყარო მოგცეთ, ჩვენო ხათუნა. ვიზიარებ შენს უსაზღვრო ტკივილს. ნათელი ნინის გზასავალს,"

"ჩემი ბავშვობის მეგობრების შვილმა გადაწყვიტა, რომ ამ სამყაროში ცხოვრება აღარ სურს და გაფრინდა...ასეთი გულისტკივილი დიდი ხანია არ მიგრძვნია...რამდენიმე დღის წინ მის დედასთან ვიდეოჩართვის დროს შემოანათა, გამიღიმა და დიდი სითბოთი მომიკითხა...ჩემო ძვირფასებო, გისამძიმრებთ ამ ანგელოზის იმ ქვეყნად გადასახლებას... როგორ განუგეშოთ...- ბოლოს ყველა ერთად იქ შევხვდებით... დროის დინამიკაში დიდი განსხვავება არ არის... როდის მოხდება,"

"იტყვიან ამ დროს სიტყვები უძლურია. პირიქით ყველა სიტყვა ყველა ადამიანი თანაგრძნობა მნიშვნელოვანია ამ დიდ განსაცდელში. მთელი სულით და გულით შენს ტკივილს ვიზიარებ ხათუ. შენი თვალები მოწიწებული როცა მხვდებოდი და მესალმებოდი მახარებდა ,მაძლიერებდა.სულ მახსოვს ხათუ. შენ ერთადერთი ხარ ვინც შენი შვილის სულს უშველის და დაეხმარება. უფლის ნებაა ყველაფერი ამას მე გეუბნება შენსავით ანთებული სიცოცხლე ჩამიქრა მეც. უფალს ჭირნები, შენს შვილებს შენს ოჯახს მეგობრებს და რაც მთავარია ყველაზე მეტად შენს შვილს. დაუმკვიდრდეს მარადიული სასუფეველი. ყველა იმ წუთისოფლის მგზავრი ვართ. გამძლეობა მოგცეს ამ მძიმე ჯვრის სატარებლად. გისამძიმრებ, მეტკინე," - წერენ ახლობლები.