" ვეცდები ეს პირობა ბოლომდე დავიცვა - სანამ მე ვიარსებებ, შენი რუბრიკა „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ არასდროს წაიშლება და მე ამ რუბრიკის შენი სახელობის პრიზს დავაწესებ" - ხათუნა შარაძე
პირობების და ფიცის დაცვა დიდად არ გამოგვდის, მაგრამ ვეცდები ეს პირობა ბოლომდე დავიცვა - სანამ მე ვიარსებებ, შენი რუბრიკა „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ არასდროს წაიშლება და მე ამ რუბრიკის შენი სახელობის პრიზს დავაწესებ, - წერს ხათუნა შარაძე
"გუშინ რასაც ვაკეთებდი ყველაფერი იყო მექანიკური. რეალობას ახლა ვიაზრებ. გუშინ ნინიამ გადაწყვიტა, რომ წასულიყო, ჩაელაგებინა ამქეყვინიური ბარგი და იმიერში გადასახლებულიყო. დატოვა ლამაზი წერილი, ყველას მოესიყვარულა, ყველას დაუბარა რომ უზომოდ
უყვარდა და და წავიდა.ნინია შენ ახლა ჩემთვის არ გცალია, შენებს დასტრიალებ ალბათ თავს, თუმცაღა ყველას ვერ ეყოფი, იმდენი ადამიანი მოგტირის, ყველას რას გაიგებ. დღეს ყველგან შენ ხარ, ყველა შენზე საუბრობს, ყველას უნდა თქვას, როგორი კარგი ხარ (არავითარ შემთხვევაში - სიტყვა იყავი).ახლა რასაც ვწერ, ამით თავს ვშველი, თავს უნდა შემოვუძახო. ჯერ ისედაც რა ვარ და ხანდახან ისე
ვპატარავდები, შენგან ათი ჩემნაირი გამოვა. - როგორ ხარ ხათ? მისმინე აბა ნახე, სტატია გამოგიგზავნე. - ასე მწერდი ხოლმე. ჩვენ ადამიანებს პირობების და ფიცის დაცვა დიდად არ გამოგვდის, მაგრამ ვეცდები ეს პირობა ბოლომდე დავიცვა - სანამ მე ვიარსებებ, შენი რუბრიკა „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ არასდროს წაიშლება და მე ამ რუბრიკის შენი სახელობის პრიზს დავაწესებ.ნინია, შენ ხომ გჯეროდა
სიყვარულის, ჰო და ყველას უყვარდი, უკლებლივ ყველას. ნინია გუშინ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი, დღეიდან ყველაფერი გააზრებულია და წინ რთული გზაა, ჰო და ამ გაუფასურებულ სამყაროში, შენნაირები იმიტომ მოდიან და შემდეგ მიდიან, რომ გაუფასურებულ სიყვარულს მნიშვნელობა დავუბრუნოდ, სამწუხაროდ და საუბედუროდ, სიყვარულის დაბრუნება შენნაირი მსხვერპლით და
გამბედაობით ხდება თურმე. შენ გადაცხოვრდი, მაგრამ ჩვენში სიყვარული და მიმტევებლობა დააბრუნე! შენი სისცოცხლის ხარჯზე, ჩვენი სიცოცხლე შეაჯანჯღარე და გვითხარი, რომ საკმარისია ამდენი გულგრილობა!!!ნინია, გუშინ პირველად ვნახე ორ ენაზე მგლოვიარე დედა. მისმინე ნინია, დედაზე და თაკოზე არაფერს გეტყვი, ვერც ვერაფერს გეუბნები... ალბათ ისედაც უყუყრებ... ჰო და - გუშინ სად იყავი ღმერთო! სად?" - წერს ხათუნა შარაძე.
გორში, ახალგაზრდა გოგო, ნინო ბოლაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. ნინოს დედა ემიგრანტია და წლებია, რაც იტალიაში ცხოვრობს.