loader

არეულობა სომხეთში - ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არეულობა სომხეთში - ეჩმიაძინში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებაა

ეჩმიაძინში, სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც მორწმუნეები სამართალდამცავებს მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის დაკავების საშუალებას არ აძლევენ, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე სპეცრაზმელი შევიდა.

მანამდე, სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სრულიად სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ II-ის რეზიდენციაში მივიდნენ მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანის დასაკავებლად, რის შემდეგაც პოლიციასა და სასულიერი პირებს შორის შეტაკება მოხდა. მოგვიანებით, მთავარეპისკოპოსმა ხაზი გაუსვა, რომ მზად იყო უსაფრთხოების ძალებთან ერთად წასულიყო და განაცხადა, რომ ის საფრთხეს არ წარმოადგენდა სომხეთისთვის.

„რეალური საფრთხე ხელისუფლებაში ზის“, - აღნიშნა მიქაელ აჯაფახიანმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შირაკის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფახიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის მე-2 ნაწილით აღიძრა, რომელიც ეხება საჯარო მოწოდებას ხელისუფლების ხელში ჩაგდების, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის, სუვერენიტეტზე უარის თქმის ან კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ.