"ვუერთდები ელენე ხოშტარიას და ვიწყებ შიმშილობას" - გედევან ფოფხაძე
„კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი გედევან ფოფხაძე, პარლამენტთან შიმშილობას იწყებს.
პოლიტიკოსის თქმით, ის უერთდება ელენე ხოშტარიას მიერ გამოცხადებულ შიმშილობას, რადგან მიაჩნია, რომ დღევანდელ სიტუაციაში ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია.
მისი თქმით, ხელისუფლება ესკალაციაზე მიდის და მასთან თანამშრომლობა შეუძლებელია.