ილია თოფურია კვლავ UFC-ის ჩემპიონია - ქართველმა გამარჯვება პირველივე რაუნდში მოიპოვა
ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.
ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება შეხვედრის დაწყებიდან მალევე, რამდენიმე წუთში მოიპოვა. ილიამ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა.
ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართა.
ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.