“მეგობრებო, ხშირად მსმენია გამოვალთ და რა? თუ არ გამოხვალთ რა?” - ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიგამომწერებს მიმართავს და მოუწოდებს დღეს დაგეგმილ დიდ აქციას შეუერთდნენ.
მისი თქმით, ჯარიმები სწორედ იმის შედეგია, რომ საკმარისი რაოდენობის ხალხი არ გადის ქუჩაში, შესაბამისად მოსამართლეები აცხადებენ, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ადამიანების რაოდენობა არ იყო.
“მეგობრებო, ხშირად მსმენია გამოვალთ და რა? თუ არ გამოხვალთ რა? გამოსვლა რომ მოქმედებაა, გამოსვლის დროს მხოლოდ საქართველო არა, გვხედავს მსოფლიო რომელსაც დღეს განცდა აქვს რომ პროტესტი დასრულდა.
თუ პროტესტი დასრულდა ვის დაეხმარონ? ვის სჭირდება მათი გამოწვდილი ხელი.
ჰოდა უნდა დავანახოთ რომ არაფერი დასრულებულა. უნდა ვაჩვენოთ რამდენი ვართ, ვინც ამ ქვეყნის გადარჩენას ითხოვს. ამიტომ დღეს, შემდეგ აქციაზე და კიდევ შემდეგზე, (დიდი აქციები იგეგმება) უნდა გავიდეთ.
და თქვენ იცით რომ ჯარიმები ზუსტად რომ პატარა პროტესტის შედეგია. მოსამართლე ამბობს, არ იყავით საკმარისი გზა გადაგეკეტათ, ეს არგუმენტი უნდა გავუქროთ,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.