loader

“ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?” - ნიკოლ ფაშინიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ?” - ნიკოლ ფაშინიანი

მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ, როგორ შეიძლება პრობლემები ჩემთან ჰქონდეთ? - ასე უპასუხა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სასულიერო პირებთან დაკავშირებული მისი პუბლიკაციების შესახებ დასმულ შეკითხვას.

„იმის შესახებ, მაქვს თუ არა პრობლემები სასულიერო პირებთან, ან სასულიერო პირებს აქვთ თუ არა პრობლემები ჩემთან : მიმაჩნია, რომ ჩვენს სასულიერო პირებს პრობლემები ღმერთთან აქვთ. როგორ შეიძლება ჩემთან პრობლემები ჰქონდეთ?“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირები, რომლებიც მონაზვნობის აღთქმას დებენ, დებენ ფიცს, აღთქმას, რომ მათ პირადი ცხოვრება არ ექნებათ.

„ფრაზა „კათოლიკოსის პირადი ცხოვრება“ აბსურდულია. თუ ვინმეს პირადი ცხოვრება აქვს, მაშინ ის კათოლიკოსი არ არის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სასულიერო პირების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია მას ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა მიაწოდა.

„საეკლესიო პირები, მათი ქმედებების გამო, ოპერატიული ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ეროვნული უსაფრთხოების სამსახური პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებული ორგანოა და ყოველდღიურად მაწვდის ინფორმაციას რესპუბლიკაში არსებული ოპერატიული ვითარების შესახებ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

შეგახსენებთ, სომხეთის საპატრიარქოსადა ხელისუფლებას შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ პერიოდში ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი გამოქვეყნა, რომლებშიც ის საპატრიარქოსა და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. სომეხმა სამართალდამცავებმა ტერორისტული აქტების მომზადებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის შირაკის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი და სომხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი.