"ვიტირეთ ბევრი...მამასაც შეეხო ონო და ეფერა" - ონისე ცხადაძის ძმა მიმართვას ავრცელებს
აქციების დროს დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი.
მამასაც შეეხო ონო და ეფერა.
უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.
და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა ცუცქირიძეს , რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ" - წერს სანდრო ცხადაძე.
ცნობისთვის, ძმებ ცხადაძეებს მამა რამდენიმე დღის წინ გარდაეცვალათ.