"ჩვენი დაქსაქსულობა ქვეყნისთვის იმ მასშტაბის საფრთხეა, რაც შეიძლება ვეღარ გამოსწორდეს" - ხატია დეკანოიძე განცხადებას ავრცელებს
ხატია დეკანოიძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:
"არ დაგვავიწყდეს, რომ ელენე ხოშტარია შიმშილობს.
მასთან ერთად შიმშილობს კიდევ 5 ადამიანი.
ელენეს გადაწყვეტილება არ ყოფილა სასოწარკვეთილება, ეს იყო საფრთხის თავიდან არიდების მცდელობა.
ჩვენი დაქსაქსულობა ქვეყნისთვის იმ მასშტაბის საფრთხეა, რაც შეიძლება ვეღარ გამოსწორდეს.
ელენეს ჯანმრთელობა ძალიან საყურადღებოა.
ბევრ დროს ვკარგავთ, რისი ფუფუნებაც არ გვაქვს." - წერს ხატია დეკანოიძე.