"დაუჯერებელია, ამას რომ ვწერ..." - გია ფერაძის უფროსი ვაჟი გარდაიცვალა
გია ფერაძის უფროსი ვაჟი ბიძინა ფერაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
"ასეთი ბიჭები არ უნდა მიდიოდნენ. ბიჭი უსიმპატიურესი, გონიერი, საოცარი იუმორით, კოლორიტი... მარტო ერთი რამ აკლდა "იღბალი"... როგორ გული მწყდება აქ რომ აღარ იქნები, მაგრამ მგონი იქ სჯობს ბიძო" - წერს ნანა ერისთავი.
"დაუჯერებელია, ამას რომ ვწერ, ბიძოს პანაშვიდები დღეს და ხვალ (სასურველია საღამოს 5 სთ-დან), გასვენება ოთხშაბათს 2 საათზე, მისამართი: აღმაშენებლის 86/1" -წერს დათო შევარდნაძე.
როგორც გარდაცვლილის ბიძა, ილიკო ფერაძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, ბიძინა კახეთში მეგობრებთან ერთად იყო და სწორედ იქ, მოულოდნელად გარდაიცვალა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბოლო წლებში მარტო ცხოვრობდა.
აღსანიშნავია, რომ 2 წლის წინ მოულოდნელად გარდაიცვალა გია ფერაძის ქალიშვილი მარიკუნა ფერაძეც.