უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ქაშვეთის ეკლესიიდან შეძახილებით და ტაშით გამოასვენეს
„დიდება გმირებს!“, „მადლობა ვანოს!“ - უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე ქაშვეთის ეკლესიიდან შეძახილებით და ტაშით გამოასვენეს.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს.
უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელის, ვიცე-პოლკოვნიკ ვანო ნადირაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 22 ივნისს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.