"საგანგაშო ვითარებაა, ყოველ დღე ახალი ბზარები ჩნდება, ხალხმა სახლები დატოვა" - რას ჰყვება ადგილობრივი?
ხარაგაულში მეწყრის გამო რამდენიმე სოფლიდან 8 ოჯახია ევაკუირებული. სოფლებში, ღვერკი და ხემაღალი განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა. სოფლებში დარჩენილი ოჯახები ადგილობრივი ხელისუფლების რეაგირებას და გეოლოგების დასკვნას ელოდებიან. მეწყერმა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო მიწები და ცენტრალური საავტომობილო გზები დააზიანა.