loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად ეპყრობა მომვლელი ქალი დემენციით დაავადებულ 88 წლის მამაკაცს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები, სადაც ჩანს, როგორ სასტიკად ეპყრობა მომვლელი ქალი დემენციით დაავადებულ 88 წლის მამაკაცს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ა­კა­ვეს ქალი, რო­მე­ლიც დე­მენ­ცი­ით და­ა­ვა­დე­ბულ 88 წლის მა­მა­კაც­ზე ფი­ზი­კუ­რად ძა­ლა­დობ­და. 42 წლის ბი­ლი­კე­სუ ოლა­გუნ­ჯუს სას­ტი­კი საქ­ცი­ე­ლი ოთახ­ში და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა კა­მე­რამ და­ა­ფიქ­სი­რა. ქალი მომ­ვლე­ლად მხო­ლოდ 6 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და.

ოლა­გუნ­ჯუმ 88 წლის ჯონ ატარ­დი ჯერ გა­ა­შიშ­ვლა, შემ­დეგ კი ცე­მით და­ე­მუქ­რა და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ია­ტაკ­ზე გა­და­ათ­რია.

„შე­იძ­ლე­ბა გცე­მო. გცემ... ინექ­ცი­ე­ბის გა­სა­კე­თებ­ლად ოჯა­ხის ექიმ­თან წა­გიყ­ვან. პო­ლი­ცი­ას გა­მო­ვი­ძა­ხებ“ - ეუბ­ნე­ბა ის მო­ხუცს. შემ­დეგ კი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ატარ­დის ყა­ვა­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შა­ქარს ყრის და გა­როზგ­ვით ემუქ­რე­ბა.

მო­ხუ­ცი მთე­ლი სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მას არა­ერ­თხელ ეუბ­ნე­ბა: „თქვენ მტკენთ“.

მომ­დევ­ნო დღეს ატარ­დი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იპო­ვეს. იგი სას­წრა­ფოდ გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც ათი დღე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვეს ექ­ვსკვი­რი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ვაჟ­მა, კრის ატარ­დმა, გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნი "შე­უ­რა­ცხყო­ფად“ მი­იჩ­ნია.

"კა­მე­რე­ბი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ეს ადა­მი­ა­ნი ისევ თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და და ხან­დაზ­მუ­ლებს ასე მო­ექ­ცე­ო­და. მე პი­რო­ბით სას­ჯელს ვე­ლო­დი, მაგ­რამ მისი ხან­გრძლი­ვო­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფაა. რა სა­ხის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია ეს?... შო­ბის დილა იყო, რო­დე­საც მამა სა­წოლ­ში უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­პო­ვე. გაკ­ვე­თა თქვენს ქმე­დე­ბებს მის სიკ­ვდილ­თან ვერ და­ა­კავ­ში­რებს - მაგ­რამ პი­რა­დად მე მი­მაჩ­ნია, რომ თქვენ­მა ქმე­დე­ბებ­მა, ნა­წი­ლობ­რივ, ხელი შე­უ­წყო მის უე­ცარ გარ­დაც­ვა­ლე­ბას", - მი­მარ­თა მან მომ­ვლელს.

წყარო