loader

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომლის რეალიზაციაც რამდენჯერმე განახორციელა. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალებები.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 24 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა და გასაღება) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.