loader

"საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ, დაკავებულია 3 პირი" - ბრიფინგი შსს-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ, დაკავებულია 3 პირი" - ბრიფინგი შსს-ში

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკნაძემ ბრიფინგი გამართა.

"საზოგადოებას მსურს, მივაწოდო ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ – გუშინ, გვიან ღამით თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “მეთადონია” ამოღებული.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გასაღების მიზნით, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - სამი პირი დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 67 შეკვრად დაფასოებული - 1,2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს" - განაცხადა კიკნაძემ.