loader

"შევესწარი ამ უბედურებას, მანქანაში 5 ბავშვი იჯდა, დასთან მიდიოდნენ სტუმრად" - ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ტრაგედიაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შევესწარი ამ უბედურებას, მანქანაში 5 ბავშვი იჯდა, დასთან მიდიოდნენ სტუმრად" - ახალი დეტალები იმერეთში მომხდარ ტრაგედიაზე

26 ივნისს, ზესტაფონში, თვრინი-ალავერდის პერიმეტრზე, ავარია მსხვერპლით დასრულდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა კაცი და ერთი მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა, მეორე მცირეწლოვანი კი, კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმებმა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს. მძიმედ არის ბავშვების დედაც, რომელიც ქუთაისში, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და სიცოცხლისთვის იბრძვის.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან დათო არ­ში­ლა­ვა და მისი ცოლი და 2 მცირეწლოვანი ბავშვი.

როგორც კოემნტარებიდან ირკვევა ისინი ბათუმიდან სტუმრად, დასთან მიდიოდნენ. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ავტომობილში 5 ბავშვი იჯდა.