loader

"ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი მისი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან, ჩემი ბავ­შვე­ბი გამ­ვლელ ცოლ-ქმარს აუყ­ვა­ნია და წა­უყ­ვა­ნია თბი­ლის­ში" - ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა, გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი მისი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან, ჩემი ბავ­შვე­ბი გამ­ვლელ ცოლ-ქმარს აუყ­ვა­ნია და წა­უყ­ვა­ნია თბი­ლის­ში" - ტრაგედიის დეტალები

სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და იმე­რეთ­ში. ავა­რი­ას ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­ვით არ­ში­ლა­ვა და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი ემსხვერ­პლა, ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა. ხოლო მან­ქა­ნა­ში მყო­ფი კი­დევ სამი მო­ზარ­დი სიკ­ვდილს სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა.

შემ­თხვე­ვა 26 ივ­ნისს ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თვრი­ნი-ალა­ვერ­დის პე­რი­მეტრზე მოხ­და. ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ერთ-ერთ მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბილ­ში მყო­ფი ორი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­სა­მე კი გუ­შინ –კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ბავ­შვე­ბის დედა ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე."ჩვე­ნი მა­ცხოვ­რე­ბე­ლია დათო აბ­ში­ლა­ვა, ის სო­ფელ ობ­ჩა­ში ცხოვ­რობ­და. 39 წლის იყო, კარ­გი ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც ვიცი, და­თოს მან­ქა­ნა რამ­დე­ნი­მე დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნაც გა­უ­მარ­თა­ვი იყოო. "კორ­სას" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მოძ­რა­ობ­დნენ, სა­ჭეს­თან დათო მჯდა­რა, მან­ქა­ნას წინა სა­ვარ­ძელ­ში მისი მე­უღ­ლე, ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძე და ცი­რას ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. და­თოს ეს გოგო ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და ცო­ლად, 6 თვეა, რო­გორც ვიცი, ერ­თად ცხოვ­რო­ბენ. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბი მისი მე­უღ­ლის შვი­ლე­ბი არი­ან. გოგო აჭა­რე­ლია. მან­ქა­ნა­ში უკან კი­დევ მჯდა­რა სამი ბავ­შვი და მი­დი­ოდ­ნენ მან­ქა­ნით ყვე­ლა­ნი ობ­ჩა­დან ხა­რა­გა­ულ­ში, და­თოს დას­თან.

დის­შვი­ლი მიჰ­ყავ­დათ თურ­მე და ამ დროს მოხ­და ეს სა­ში­ნე­ლი ავა­რია. ის სამი ბავ­შვი, რო­მე­ლიც უკან ის­ხდნენ მან­ქა­ნა­ში, გა­დარ­ჩნენ, კლი­ნი­კა­ში იყ­ვნენ, მაგ­რამ ამ­ბობ­დნენ სა­სიკ­ვდი­ლო არა­ფე­რი სჭირ­თო. არ ვიცი რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი. ჩემი ძმა­კა­ცი არის იქი­დან და ავა­რი­ის შემ­დეგ მი­სუ­ლა იქ, მი­თხრა მსგავ­სი სა­ში­ნე­ლი ავა­რია არ მი­ნა­ხავ­სო, ისე იყო ყვე­ლა­ფე­რი ერ­თმა­ნეთ­ში არე­უ­ლი გავ­გიჟ­დიო. თვი­ნი ალა­ვერ­დის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და ეს ავა­რია. რო­გორც ვიცი, ტაქ­სის და­ე­ჯა­ხა. ტაქ­სის მძღო­ლი ამ­ბობს, რომ შევ­ხე­დე მივ­ხვდი, მე­ჯა­ხე­ბო­და და მაქ­სი­მა­ლუ­რად გავ­წიე მან­ქა­ნა, გა­ვა­ჩე­რე და გა­და­ვე­დიო, ჯერ მან­ქა­ნას და­ე­ჯა­ხაო და მერე ხეს შე­ე­ჯა­ხაო.

სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტი მოხ­და, ერთი ბავ­შვი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მე­ო­რე გუ­შინ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. იქვე ამ­ბობ­დნენ ექი­მე­ბი, ტყუ­ი­ლად ვაწ­ვა­ლებთ, ისე­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს ვერ გა­დარ­ჩე­ბაო. იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო ბავ­შვი. და­თოს­თვის ეს მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბა იყო. მას ჰყავს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ბიჭი, ისი­ნი მის ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან სამ­ტრე­დი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ.

თვი­თონ კარ­გი ადა­მი­ა­ნი იყო, შრო­მობ­და, ლა­ვა­შებს აცხობ­და. ღმერ­თის წყა­ლო­ბით სხვა ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ. რო­გორც ვიცი, მან­ქა­ნა ისეა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, იქ გა­დარ­ჩე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვე­ბის დედა გა­დარ­ჩა, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი ჰქონ­და და ორი დღე კო­მა­ში იყო. ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცი­ე­ბი და გა­დარ­ჩე­ბაო. რო­გორც გა­ვი­გე, ად­გილ­ზე რომ გარ­და­იც­ვა­ლა ბავ­შვი ის ექ­სპერ­ტი­ზი­დან წა­იყ­ვა­ნა ბავ­შვე­ბის მა­მამ და დაკ­რძა­ლა. მე­ო­რე გუ­შინ და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ვი­გე, ეს გოგო ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი იყო და ამი­ტომ გა­შორ­და პირ­ველ მე­უღ­ლეს, ამ­ბო­ბენ ყო­ფი­ლი ქმა­რი ცი­ხე­შიც იჯდა ძა­ლა­დო­ბის­თვი­სო. აქ ასე­თი ტრა­გე­დია მოხ­და. დათო არ­ში­ლა­ვა გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. ავა­რი­ის მი­ზე­ზი არ ვიცი. ამას პო­ლი­ცია და­ად­გენს. რო­გორც ვიცი ორ­კა­რი­ა­ნი "კორ­სა~, რო­მელ­საც მარ­თავ­და დათო, ეს მან­ქა­ნაც გა­უ­მარ­თა­ვი იყო. სულ სამი დღის ნა­ყი­დი ჰქონ­და და­თოს" - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.

ჩვენ ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით ცირა ხოზ­რე­ვა­ნი­ძის დის ქმარს, ხვი­ჩა ჩა­გა­ლი­ძეს. მისი თქმით, მან­ქა­ნა­ში მისი ორი ტყუ­პი გო­გო­ნა იჯდა იმ უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის დროს და ბავ­შვე­ბი სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩნენ."სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია მოხ­და, ჩემი ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი, 7 წლის ბავ­შვე­ბი სტუმ­რად იყ­ვნენ დე­ი­დას­თან წა­სუ­ლე­ბი სო­ფელ ოფ­ჩა­ში. წინა დღეს ვე­ლა­პა­რა­კე და­თოს და მი­თხრა, რომ პა­რას­კევს ბავ­შვებს ჩა­მო­მიყ­ვან­და გუ­რი­ა­ში. ხუთ­შა­ბათს ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. მე ხუთ­შა­ბათს გვი­ან გა­ვი­გე, 12 სა­ა­თი ხდე­ბო­და და მას შემ­დეგ ჩემი შვი­ლე­ბის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვე­ძებ­დი. სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, დიდ­ხანს ვე­ძებ­დით ბავ­შვებს. რო­გორც გა­ვი­გე, და­თოს დის­შვი­ლიც ჰყო­ლია სტუმ­რად და დას­თან მიჰ­ყავ­და ხა­რა­გა­ულ­ში და წა­იყ­ვა­ნა ყვე­ლა­ნი ერ­თად.

სულ 5 ბავ­შვი იჯდა მან­ქა­ნა­ში. რა მოხ­და რა­ტომ მოხ­და ეს ავა­რია, ვერ გა­ვი­გე. არც არა­ვის აქვს სურ­ვი­ლი მი­თხრას დე­ტა­ლე­ბი და უფ­ლე­ბა მაქვს ვი­ცო­დე, რად­გან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ვარ. ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ვი­ცო­დე რა მოხ­და. ვე­ძებ­დი ჩემს შვი­ლებს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­გან გა­ვი­გე, რომ ორი ადა­მი­ა­ნი იყო გარ­დაც­ვლი­ლი, მა­შინ და­ვი­წყე ძებ­ნა ჩემი შვი­ლე­ბის და თით­ქმის ყვე­ლა კლი­ნი­კა და მორ­გი მო­ვი­ა­რე. ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის­თვის ყვე­ლა­ზე კოშ­მა­რუ­ლი ღამე იყო. რო­გორც მერე გა­ვი­გეთ ჩემი ბავ­შვე­ბი გამ­ვლელ ცოლ-ქმარს აუყ­ვა­ნია და წა­უყ­ვა­ნია თბი­ლის­ში, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში და იქ მი­ვა­გე­ნით.

ავა­რი­ის დე­ტა­ლებ­ზე არც ვე­სა­უბ­რე­ბი ბავ­შვებს. არ მინ­და მი­ყე­ნო ტრავ­მა. სიჩ­ქა­რე რომ იყო ერთი მი­ზე­ზი ფაქ­ტია, რად­გან ძა­ლი­ან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია მან­ქა­ნა. ჩემი შვი­ლე­ბი შე­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნი­დან არი­ან გად­მო­ვარ­დნი­ლე­ბი. ორი­ვე და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და იქ და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლი ყო­ფი­ლა, ის და­ეხ­მა­რა ბავ­შვებს. ბავ­შვი ამ­ბობს, ვი­ღაც დე­ი­დამ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, შა­ქარ­წყა­ლი დაგ­ვა­ლე­ვი­ნეს, სახე მოგ­ვბა­ნეს სის­ხლით ვი­ყა­ვით დას­ვრი­ლე­ბიო. ავა­რი­ის სხვა დე­ტა­ლე­ბი ჩვენ არ ვი­ცით". განაგრძეთ კითხვა