"დღეს მოვედით მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად და ჰოი, საოცრებავ..." - რას წერს პაატა ბურჭულაძე?
დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე,- ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაატა ბურჭულაძე წერს, ის რუსთაველის გამზირზეა ყოველ საღამოს.
“დღეს მე და ნიკა სიმონიშვილი მოვედით მე-9 ჯარიმის გასასაჩივრებლად და ჰოი, საოცრებავ, 34 ჯარიმა მქონია, რომელიც აქ, პოლიციაში, შემთხვევით გავიგე.
მე რუსთაველზე ვარ ყოველ საღამოს, ერთსა და იმავე დროს, 216 დღე. 216 -34 = 182. ამოცანა გვეკითხება, სად არის ეს 182 ჯარიმა?” - წერს ბურჭულაძე.